"ალავესმა" მწვრთნელი ვერაფრით იშოვა

AutoSharing Option
მას მერე, რაც "ალავესს" მწვრთნელობაზე პირადი პრობლემების გამო უარი უთხრა აიტორ კარანკამ, მთავარ პრეტენდენტად მექსიკელი სპეციალისტი ხავიერ აგირე განიხილებოდა. ვიქტორიელები ლუის სუბელდიას შემცვლელს ამ დრომდე ეძებენ. როგორც ჩანს, ეს არც აგირე იქნება. "მარკა" ამტკიცებს, რომ აგირემ უარი თქვა კონტრაქტზე, რომელიც 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე იყო გათვალისწინებული. აგირეს სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება ჯერ არ სურს, თუმცა ის აცხადებს, რომ მომავალში კიდევ სურს ლა ლიგის კლუბის გაწვრთნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული