უსმან დემბელეს ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
დღეს ჰელსინკიში მარცხენა უკანა ბარძაყის ოპერაცია "ბარსელონას" თავდამსხმელს უსმან დემბელეს ფინელმა ქირურგებმა საკარი ორავამ და ლასე ლემპაინენმა გაუკეთეს. ოპერაციას კლუბის სამედიცინო შტაბის წარმომადგენელი რიკარდო პრუნა დაესწრო და ეს ფოტოც მან გადაიღო.

როგორც იუწყებიან, ოპერაცია წარმატებულად დასრულდა და ფეხბურთელს 3.5 თვე მოუწევს უქმობა.

"ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ დემბელე გამოუცდელია, სულაც არ იყო იმ მომენტში ქუსლით თამაში საჭირო, მარტივად რომ მიეღო ან გაეტარებინა პირით ხაზს იქით ბურთი, ტრავმას არ მიიღებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული