გარეთ ბეილი საფეხბურთო უსეინ ბოლტია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა გარეთ ბეილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი სპრინტერული სისწრაფე, "სოსიედადთან" მატჩში უსეინ ბოლტივით გაიქცა და 73 მეტრი 35 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა.

ეს ესპანელმა ჟურნალისტებმა გამოითვალეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უელსელი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია და ერთ-ერთ მატჩში მოკლე დისტანცია 36.9 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა.

მოკლედ, ამ სისწრაფეებზე, სიჩქარეებზე, გაქცევებზე და გარბენებზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ბეილი ფეხბურთელი კი არა ფორმულა 1-ის პილოტი იყოს.