"ბარსელონამ" "ხეტაფესთან" შეცვლაზე შესული ფეხბურთელების გოლებით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
მედგარი წინააღმდეგობა გაუწია პრიმერას მე-4 ტურში "ბარსელონას" "ხეტაფემ", უგებდა კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში კატალონიელთა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ როგორც იტყვიან, შეცვლები გამოიცნო და ჯერ დენის სუარესმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 84-ე წუთზე პაულინიომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ნამატჩევს ვალვერდემ ბრძანა, რომ მეტოქემ პრობლემები შეუქმნა, დენის სუარესის და პაულინიოს გოლები მათ გრძელ სკამზე მეტყველებს, ყავს ფეხბურთელები, რომლებსაც რთულ მომენტში შეუძლიათ გუნდის დახმარება, თამაშში კი ხელი მოედნის უვარგისმა საფარმა შეუშალათ, სადაც ბურთი ნელა დაგორავდა და სწრაფი შეტევები არ გამოდიოდათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული