"რეალი" ისკოსთან ახანგრძლივებს და მას 700 მილიონად აფასებს

AutoSharing Option
მარსელოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მადრიდის "რეალმა" ისკოსთან არსებული ხელშეკრულების გაფორმებაც დააანონსა.

"სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი კლუბში 2022 წლამდე დარჩება. კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმება ხვალ, ადგილობრივი დროით 14 საათზე მოხდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევრო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული