მარსელოს კონტრაქტი გაუგრძელეს და ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტი ბრაზილიელ მცველთან, მარსელოსთან კონტრაქტის 2022 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას იუწყება. ახალი ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება. მარსელო ხვალ პრესკონფერენციას ჩაატარებს.

როგორც იცით, მარსელო "ლევანტესთან" მატჩში მსაჯმა ნახევარმცველ ჯეფერსონ ლარმესთან უხეშობისათვის მოედნიდან გააძევა, ფეხბურთის ფედერაციამ კი დღეს ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და ლა ლიგაზე "სოსიედადთან" და "ბეტისთან" ვერ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული