მაჰრეზი ბარსელონაშია, კოუტინიოს ტრანსფერს 22:00 საათზე გამოაცხადებენ

AutoSharing Option
სატრანსფერო ჭორებისა და სიმართლის გარჩევა ცოტა ძნელი საქმეა, მაგრამ "ლესტერის" ნახევარმცველი რიად მაჰრეზი რომ ალჟირის ნაკრების ხელმძღვანელობას ერთი დღით დაეთხოვა და ბარსელონაში ჩაფრინდა, საფრანგეთის ტელევიზიის ჟურნალისტმა სარა მენაიმ გვაუწყა და ეს ფოტოც ამის დასტურია.

სავარაუდოდ, "ბარსელონა" რიადს 50 მილიონ ევროდ შეიძენს. თუმცა, "სანი" ამტკიცებს, რომ ბარსელონაში კი არა, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ნახეს, იქიდან კი ლონდონში უნდა გადაფრენილიყო "ჩელსიში" მედშემოწმების გასავლელადო.

რაც შეეხება "ლივერპულის" ჰავბეკის, ფილიპე კოუტინიოს საკითხს, იგივე "სანი" ირწმუნება, რომ "ასულგრანა" მასთან კონტრაქტის გაფორმებას თბილისის დროით 22:00
საათზე გვამცნობს და ეს სიამოვნება 150 მილიონი ევრო დაუჯდება.

მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ასევე დაგაინტერესებთ