ენცო ზიდანმა პრიმერაზე პირველად მამის ბოლო მატჩიდან 11 წლის შემდეგ ითამაშა

AutoSharing Option
წუხელ ლა ლიგაზე "ბარსელონასთან" 0:2-ზე წაგებულ მატჩში მადრიდის "რეალის" მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შვილის, ენცო ალან ზიდან ფერნანდესის დებიუტი შედგა. ის 77-ე წუთზე შეუშვა "ალავესის" მწვრთნელმა ლუის სუბელდიამ მუბარაქ ვაკასოს ნაცვლად შეცვლაზე.

აღსანიშნავია, რომ ზიზუმ თავისი უკანასკნელი შეხვედრა 2006 წლის 16 მაისს ჩაატარა, როდესაც ბლანკოსი სტუმრად დამარცხდა "სევილიასთან" (3:4).

22 წლის ენცო ნახევარმცველია, "სამეფო გუნდის" აკადემიის აღზრდილია, საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული