კრიშტიანო რონალდო: უსამართლობა არ გამტეხავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ტვიტერზე ესპანეთის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მისი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ძალაში დატოვებაზე გააკეთა კომენტარი:

"კიდევ ერთი გაუგებარი გადაწყვეტილება. უსამართლობა არასოდეს არ გამტეხავს. უფრო ძლიერი დავბრუნდები.

მადლობა ყველა მხარდამჭერებს".

ბლანკოსის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ რონალდო დღეს სანტიაგო ბერნაბეუს თასზე ფლორენციის "ფიორენტინას" წინააღმდეგ ითამაშებს, ვინაიდან ეს შეხვედრა ოფიციალურად არ ითვლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული