"ბარსელონამ" პაულინიოს ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
29 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო ევროპულ ფეხბურთში ბედს კიდევ ერთხელ ცდის და ამჯერად არა "ვილნიუსში", "ლოძში" ან "ტოტენჰემში", არამედ - "ბარსელონაში".

კატალონიური გრანდი ადასტურებს, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრს 40 მილიონ ევროდ იმატებს. სამედიცინო შემოწმება, კონტრაქტის გაფორმება და ფეხბურთელის წარდგენა 17 აგვისტოს შედგება. ასევე ცნობილი გახდა, რომ პაულინიოს გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო იქნება.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა 2006 წელს, ლიტვის "ვილნიუსში" დაიწყო. შემდეგ იყო პოლონური "ლოძი", ბრაზილიური "აკუკარი", "ბრაგანტინო" და "კორინთიანსი". სამშობლოში თამაშის შემდეგ პაულინიო ევროპაში დაბრუნდა და "ტოტენჰემში"
ჩაირიცხა, რომლის რიგებშიც, 2013-15 წლებში, იმედები ვერ გაამართლა და ფეხბურთის სათამაშოდ ჩინურ "გუანჩჟოუში" გადავიდა. სწორედ ამ გუნდიდან შეიძინა "ბარსელონამ" პაულინიო 40 მილიონ ევროდ.

აღვნიშნავთ, რომ "ბარსელონას" პაულინიოზე დიდი თანხა მხოლოდ ნეიმარში, ლუის სუარესსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩში გადაუხდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული