ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

AutoSharing Option
ესპანური ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის შემსწავლელმა ცენტრმა (CIHEFE) ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ცენტრის წარმომადგენლებმა ესპანეთის ჩემპიონატის 86 სეზონი შეაჯამეს. მათ ფეხბურთელები მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შეისწავლეს, მათ შორის: გატანილი გოლები თერთმეტმეტრიანების გარეშე, გატანილი თერთმეტმეტრიანები, ავტოგოლები, წითელი ბარათები და ნათამაშები წუთები.

სტატისტიკური მონაცემების შეჯამების შემდეგ ლეო მესიმ 545 ქულა დააგროვა და 9280 ფეხბურთელს შორის პირველი ადგილი დაიკავა. არგენტინელ ვარსკვლავს რაულ გონსალესი (რეალი, 528 ქულა), სესარ როდრიგესი (ბარსელონა, 524 ქულა), ტელმო სარა (ატლეტიკი, 493 ქულა) და კინი (სპორტინგი, ბარსელონა,
488 ქულა) მოსდევენ.

ათეულში ასევე შევიდნენ ხუან არსა, ალფრედო დი სტეფანო, ფრანსისკო ხენტო, კარლოს სანტილიანა და გილერმო გოროსტისა.

რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, 415 ქულით მან მე-17, მოქმედ ფეხბურთელებს შორის კი მე-2 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდო ხუთგზის ჩემპიონთა ლიგის,აქედან სამჯერ რეალში გამარჯვებული,ოთხგზის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი,რეალის საუკეთესო ბომბარდირი და მგონი ყველა რეკორდის მომხსნელი,ამდენი წელია მისი უპირობო ლიდერი ამ სიაში მხოლოდ მეჩვიდმეტეა.მის წინ მდგომი თექვსმეტი ფეხბურთელიდან რამდენი იყო თუნდაც ესპანეთის ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი?მესი და დი სტეფანო არგენტინელი ესპანელები არიან,არც სრული სია ვიცი,მაგრამ ცხადია რონალდუს ერთი დიდი ნაკლი აქვს,პორტუგალიელია,ესპანეთის მეზობელი და მეტოქე ქვეყნის შვილი,ის ვერასოდეს იპოვის ესპანელთა გულებში იმ ადგილს,რაც მას ოსტატობის გამო აქვს დამსახურებული,ალბათ მისი პორტუგალიელობის გამოცაა ასე რომ დასდევს საგადასახადო ორგანოები და რამის ქვეყნიდან გააქციოს.
სოსო
13:41 08-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული