უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მბაპეს ბოლტის რეკორდის მოხსნამდე ცოტა დააკლდა - ფრანგის შესანიშნავი მაჩვენებელი "სოსიედადთან" მატჩში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მა გასვლაზე "სოსიედადს" 2:1 სძლია, ჯამში 4:1 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ფრანგების ვარსკვლავმა კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა, საუკეთესო იყო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მაჩვენებელიც დააფიქსირა.

მბაპემ 100 მეტრი 10,9 წამში გაირბინა, რითაც ლეგენდარული უსეინ ბოლტის რეკორდს მცირედით ჩამორჩა.

იამაიკელმა 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 100 მეტრი 9,58 წამში გაირბინა.