უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

21-ე საუკუნეში პირველად - ბელინგემი "რეალის" ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში "რეალმა" გასვლაზე "ბრაგა" 2:1 დაამარცხა.

მადრიდელთა მხრიდან ერთი გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა.

ინგლისელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შედეგიანი დარტყმა ზედიზედ სამ შეხვედრაში განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ "რეალის" რიგებში მსგავსი მიღწევა კრისტიან კარემბუს ჰქონდა, რომელმაც ეს 1997/98 წლების სეზონში შეძლო.
ასევე დაგაინტერესებთ