უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"მარადონასთან შედარება გადაჭარბებულია" - ჯუდ ბელინგემი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ნაპოლი" 3:2 დაამარცხა. 

აღნიშნულ შეხვედრაში ჯუდ ბელინგემმა შესანიშნავი სოლო-გოლი გაიტანა, ასევე, ასისტიც მიითვალა და შედარებების მოყვარულ გულშემატკივრებს მარადონაც გაახსენა. აღნიშნულ საკითხზე თვითონ ინგლისელმა ისაუბრა.

"მარადონასთან შედარება გადაჭარბებულია. მშვენიერი გოლი იყო, თუმცა, რაც "იუთუბზე" მისი გოლები მინახავს, დიეგოს ოსტატობა ჩემსას აღემატებოდა. მე უბრალოდ ვცდილობ, ჯუდის გზას გავყვე" - განაცხადა ბელინგემმა.

მომზადებულია Goal-ის მიხედვით

altბელინგემის ეს საქციელი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]