უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მიულერი კასილასს დაეწია და რონალდოს რეკორდს ემუქრება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "ბაიერნმა" გასვლაზე "კოპენჰაგენი" 2:1 დაამარცხა.

მიუნხენელთა რიგებში 14 წუთი ითამაშა ტომას მიულერმა, რომელმაც თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვეტერანი გერმანელისთვის 101-ე გამარჯვება გახლდათ, რითაც იკერ კასილასს გაუთანაბრდა.

ახლა მიულერზე წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა. პორტუგალიელის ანგარიშზე 115 წარმატებით დასრულებული შეხვედრა მოდის.