უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. I ტური: მეკარე პროვედელის გმირობა, აზაროვის და გოჩოლეიშვილის დებიუტი და დაუნდობელი "ბარსელონა" [VIDEO]

AutoSharing Option
სტარტი აიღო ჩემპიონთა ლიგამ. პირველ ტურში, პირველ სათამაშო დღეს სენსაცია არ დაფიქსირებულა.

"ლაციომ" კომპენსირებულ დროში მეკარე ივან პროვედელის გატანილი გოლით სახლში "ატლეტიკოსთან" ფრეს მიაღწია (1:1).

"ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ანტვერპენი" 5:0 გაანადგურა. ფელიქსმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. პსჟ-მა "დორტმუნდს" 2:0 სძლია. "მანჩესტერ სიტიმ" სახლში "ცრვენა ზვეზდას" თამაში შემოუტრიალა - 3:1.

"შახტარი" "პორტუსთან" 1:3 დამარცხდა. დონეცკურ გუნდში 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩილეიშვილი კი 76-ეზე და ტურნირზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დებიუტი შედგა. "პორტუს" ნახევარმცველმა ვენდერსონ
გალენომ დუბლი და საგოლე პასი მითვალა.

E ჯგუფი

როტერდამი. "დე კუიპი"

ფეიენოორდი - სელტიკი 2:0
გოლები: 1:0 სტენგსი (45), 2:0 ჯანანბახში (76)
გამოუყენებელი პენალტი (პაიშაო, 65, ფეიენოორდი)
გაძევება: ლაგერბილკე (63, სელტიკი), ჰოლმი (68, სელტიკი)

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 ბარიოსი (29), 1:1 პროვედელი (90+5)

F ჯგუფი

მილანი. "სან სირო"

მილანი - ნიუკასლი 0:0

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (49, პენ), 2:0 ჰაკიმი (58)

G ჯგუფი

ბერნი. "ვანკდორფი"
იანგ ბოიზი - ლაიფციგი 1:3
გოლები: 0:1 სიმაკანი (3), 1:1 ელია (33), 1:2 შლაგერი (73), 1:3 შეშკო (90+2)

მანჩესტერი. "ეტიჰადი"

მანჩესტერ სიტი - ცრვენა ზვეზდა 3:1
გოლები: 0:1 ბუკარი (45), 1:1 ალვარესი (47), 2:1 ალვარესი (60), 3:1 როდრი (73)

H ჯგუფი


ბარსელონა. "ოლიმპიკ ლიუის კომპანისი"
ბარსელონა - ანტვერპენი 5:0
გოლები: 1:0 ფელიქსი (11), 2:0 ლევანდოვსკი (19), 3:0 ბატაი (22, საკ. კარში), 4:0 გავი (54), 5:0 ფელიქსი (66)

ჰამბურგი."ფოლკსპარკშტადიონი"
შახტარი - პორტუ 1:2
გოლები: 0:1 გალენო (8), 1:1 კელსი (13), 1:2 გალენო (15), 1:3 ტარემი (29)