უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პიოლი: "ნაპოლისთან" ჩვენი უპირატესობა მინიმალურია

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ უეფას საიტთან კომენტარი "მილანის" მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ გააკეთა:

"აქ თავდასაცავად არ ჩამოვედით, ვინაიდან ჩვენი უპირატესობა მინიმალურია. ამ სეზონში ერთ მატჩში "ნაპოლი" სამ-ოთხ გოლს იტანს. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, როგორც გუნდმა და ბურთს გავუფრთხილდეთ. გასულ შეხვედრებში ორივე გუნდმა მეტოქეებს დაცვაში პრობლემები შეუქმნა. გაიმარჯვებს ის, რომელიც შანსებს უკეთ გამოიყენებს. ორივე გუნდს შეუძლია მომენტების შექმნა.

ეს რამდენიმე დღეში ჩვენი მესამე მატჩი იქნება. ჩვენ კარგად ვიცით, რა უნარები გააჩნია მოწინააღმდეგეს. "ნაპოლი" კარგი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მათი
გასული თამაშები უნდა გავაანალიზოთ და გვესმოდეს, როდის იქნება საჭირო აჩქარება და როდის - პირიქით".

ასევე დაგაინტერესებთ