უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კოვაჩს ამ სეზონში მსაჯობას აუკრძალავენ - რა შეღავათია ეს "ნაპოლისთვის"?

AutoSharing Option
"მილანისა" და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში უნგრული წარმოშობის რუმინელმა მსაჯმა იშტვან კოვაჩმა რიგი შეცდომები დაუშვა, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა და აგრეთვე სტუმართა გუნდის ფეხბურთელები ფრანკ-ზამბო ანგისა და კიმ მინ ჯე საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რაც ნეაპოლელთათვის სერიოზული დანაკლისია. მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ რეფერიმ გადაწყვეტილებები მასპინძელთა სასარგებლოდ მიიღო.

კოვაჩმა რაფაელ ლეაო იმის გამო არ გააფრთხილა, რომ კუთხურის ალამი ფეხით გატეხა, პიოტრ ზილენსკის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი რადე კრუნიჩს არ უჩვენა, შემდეგ კი ანგისა გააძევა.

internapoli კოვაჩის მუშაობას კატასტროფას უწოდებს
და იტყობინება, რომ "სან სიროზე" მატჩს უეფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი რობერტო როზეტი დაესწრო და უკმაყოფილება ვერ დამალა. მოკლედ, კოვაჩს უეფა ამ სეზონში ევროტურნირებზე მსაჯობას აუკრძალავს. ეს "ნაპოლისთვის" დიდი ვერაფერი შეღავათია, თუმცა საპასუხო მატჩზე დანიშნული არბიტრისთვის საჭირო სიგნალი იქნება. თანაც, "დიეგო მარადონაზე", სავარაუდოდ, მსაჯი ამდენს ვერ გაბედავს.

ასევე დაგაინტერესებთ