უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"რეალმა" "ჩელსის" მოუგო და ცალი ფეხით ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „რეალმა“ სახლში „ჩელსის“ 2:0 სძლია.

"სამეფო გუნდი" დიდ უპირატესობას ფლობდა, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ჩატარდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 63 142 მაყურებელი
რეალი - ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 ბენზემა (21), 2:0 ასენსიო (74)
გაძევება: ჩილეული (59)

. ანჩელოტიმ ტურნირზე "რეალთან" ერთად 35 გამარჯვება მოიპოვა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
. ასენსიო ჩემპიონთა ლიგაზე იმ ფეხბურთელებს შორის 9 გოლით რეკორდსმენია, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ.
. "რეალმა" ტურნირზე ზედიზედ 31-ე საშინაო მატჩში
გაიტანა - ბოლოს 2011 წელს "ბარსელონას" ვერ გაუტანა.
. ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 90-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდოს, მესის და ლევანდოვსკის ჩამორჩება.
. "ჩელსიმ" 1993 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა ზედიზედ ოთხ მატჩში გოლის გატანა.

ასევე დაგაინტერესებთ