უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კომანმა ახსნა, რატომ არ აღნიშნა პსჟ-ის კარში გატანილი გოლი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ბაიერნმა" პსჟ გასვლაზე 1:0 კინგსლი კომანის გოლით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის ფეხბურთელმა გატანილი ბურთი არ აღნიშნა, თავისი ქმედება კი მატჩის შემდეგ ასე ახსნა:

"პარკ დე ფრენსზე" გოლის გატანა ბავშვობის ოცნებაა. განსაკუთრებული მომენტი იყო, მაგრამ არ მინდოდა ჩემი გოლის აღნიშვნა პსჟ-ის გულშემატკივრების წინაშე. ეს არის კლუბი, სადაც მე გავიზარდე, ეს არის ქალაქი, სადაც დავიბადე", - ამბობს კომანი.