2 სუპერმატჩი - ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა

AutoSharing Option
დღეს, 18 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"ჩელსი" - მადრიდის "რეალი"

"მანჩესტერ სიტი" - მადრიდის "ატლეტიკო"

"ვილიარეალი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"ბენფიკა" - "ლივერპული"

ასევე გაიმართა ნახევარფინალის კენჭისყრაც, სადაც "სიტი"-"ატლეტიკოს" წყვილიდან გამარჯვებული "ჩელსი"-"რეალში" გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო "ლივერპული"-"ბენფიკას" წყვილი "ბაიერნი"-"ვილიარეალს" შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

ფინალის ნომინალური მასპინძელი კი მე-2 კალათიდან იქნება ("ვილიარეალი", მიუნხენის "ბაიერნი", "ლივერპული", "ბენფიკა").

მეოთხედფინალები 5/6 და 12/13 აპრილს, ნახევარფინალები 26/27 აპრილს და 3/4 მაისს, ფინალი კი 28 მაისს, პარიზის "სტად დე ფრანსის"
შედგება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ვილიარეალის" გასაკვირი გამარჯვება ტურინში [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ორი 0:1, "ატლეტიკო" და "ბენფიკა" მეოთხედფინალში - სიმეონემ თავს გაქცევით უშველა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
Benfica-Real Madrid
Final
20:12 18-03-2022
5
ამაᲗ აწყობილი აქვᲗ ქვეყანა,Ჩვენ რა ვქნაᲗ აქ რომ პერსპექტიულ ბავᲨვებს ფედერაცია კია არა კლუბებიც პერსპექტიულ ბავᲨვებს ზᲦუდავენ..მაინც და მაინც ბავᲨვი უნდა დაობლდეს რომ Შეიცოდონ...ეს რა ქვეყანაᲨი ვცხოვრობᲗ...
მოქალაქე
15:22 18-03-2022
3

სიახლეები პოპულარული