ლეონარდო ბონუჩი: მადლობა ღმერთს, ამ დროს "იუვენტუსში" არ ვთამაშობდი

AutoSharing Option
"მილანისა" და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრაში დანიშნულ პენალტზე კომენტარი გააკეთა.

"იტალიური კლუბებისთვის ევროსარბიელზე შესანიშნავი კვირა გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგას "ლაციო" დაემშვიდობა, "რომამ" და "იუვენტუსმა" თავიანთი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელეს.

პენალტის ეპიზოდი? როდესაც ამ ეპიზოდზე ვფიქრობ, თავში მხოლოდ ერთი აზრი მომდის და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ამ დროს "იუვენტუსის" შემადგენლობაში არ ვთამაშობდი.

არ ვიცი, რას მოვიმოქმედებდი იმ სიტუაციაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან გავღიზიანდებოდი", - აღნიშნა ბონუჩიმ.

▶ ბუფონი: მე ბუფონი ვარ, არავითარ
შემთხვევაში ოლივერს ბოდიშს არ მოვუხდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული