ხოსეპ გვარდიოლა: პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგაზე რთული ტურნირია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია. ქალაქელთა დამრიგებელის ხოსეპ გვარდიოლას თქმით, პრემიერლიგაში ასპარეზობა, ჩემპიონთა ლიგაზე რთულია.

"პრემიერლიგაში მუდამ ტონუსში უნდა იყო და აქ თითქმის ყოველ 3 დღეში თამაში გიწევს. ეს კი ყოველთვის ძალიან რთულია.

ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ ჩაატარო, მერე კი ერთი თამაში ჩაგივარდეს და გამოვარდე.

პრემიერლიგაში კი ყველა თამაშზე ბოლომდე უნდა კონცეტრირებული, აქ ყველას შეუძლია ერთმანეთს მოუგოს. ინგლისის ჩემპიონატში თამაში გაცილებით რთულია", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო))
ალბათ ადრე ბუნდესლიგა უფრო რთული იყო
gega
14:24 15-04-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული