უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ზინედინ ზიდანი: მაღიზიანებს, რომ "იუვენტუსის" კარში დანიშნულ პენალტს ძარცვას უწოდებენ

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:

"მე მაღიზიანებს, რომ "იუვენტუსის" კარში დანიშნულ პენალტს ძარცვას უწოდებენ. ვერავინ შეცვლის "რეალის" ისტორიას, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. რას იზამ, ბევრი შურიანია.

პენალტი იყო და ვერ გავიგე, ყველა რას განიხილავს. მიუხედავად ტურინში გამარჯვებისა, შანსები 50/50-ზე იყო. "იუვე" ამ სეზონში უკეთ თამაშობს. ვიცნობთ ამ გუნდს და ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა".