გარი ლინეკერი: ჯანლუიჯი ბუფონი წამქეზებელია

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი თანამემამულე მსაჯს მაიკლ ოლივერს გამოესარჩლა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" მატჩში "იუვენტუსის" კარში პენალტი დანიშნა.

"მაიკლ ოლივერის და მისი მეუღლის შეურაცხყოფა საზიზღრობაა. ბუფონის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ მისი საქციელი წამქეზებლური იყო და დასაშვების ზღვარი გადალახა.

ოლივერი თავის სამუშაოს ასრულებდა და ძნელია შეედავო. ემოციები გასაგებია, მაგრამ დროა დაწყნარდე, ჯანლუიჯი", - დაწერა ლინეკერმა ტვიტერზე.


მკითხველის კომენტარები / 2 /
გარი შენ შენს საქმეს მიხედე! არაფერი საბოდიშო არა აქვს ჯიჯის იმ ვირთხასთან.
Georgian
12:08 16-04-2018
0
ბატონო გარი, თქვენ და თქვენს მეუღლეს ის სიტყვები რაც ბუფონიშემ თქვენს თანამენამულეს აკადრა,.. ინგლისელებმა მსაჯობაც არ იცით არა თუ თამაში
ჯან ფრანჯო ძოლა
20:03 14-04-2018
3

სიახლეები პოპულარული