"რომამ" ჯერ კიდევ ხუთშაბათს განაახლა თავის საიტზე მატჩების განრიგი და გულშემატკივრებს "ლივერპულთან" შეხვედრაზე ბილეთების დაჯავშნა შესთავაზა. ეს ინფორმაცია ჯალოროსიმ რამოდენიმე წუთში წაშალა, მაგრამ ბრიტანულმა ტაბლოიდმა "სანმა" მთელს მსოფლიოს ამცნო.
წილისყრა პარასკევს ჩატარდა და "რომას" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეტოქედ სწორედ "ლივერპული" შეხვდა. აღსანიშნავია, რომ საიტმა არამარტო მომავალი მოწინააღმდეგის ვინაობა, არამედ 2 მაისს, განმეორებითი შეხვედრის რომში ჩატარებაც "გაარტყა".
ჰოდა, გულშემატკივრები კვლავ ალაპარაკდნენ უეფას მაქინაციებსა და კენჭისყრისას ბურთულების გათბობაზე...