"რომას" სპორტული დირექტორი: ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც "ბარსელონასთან"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი "რომას" სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ გააკეთა.

"მრავალი წლის შემდეგ ჩვენ შესანიშნავი შანსი მოგვეცა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას კვლავ მივაღწიოთ.

"ლივერპული" შესანიშნავი გუნდია და ძალიან რთული თამაში გველის.

ჩვენს თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც "ბარსელონასთან", - აღნიშნა მონჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "რომა" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

▶ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული