დღის კითხვა. რეალი-იუვენტუსი. დასანიშნი იყო პენალტი? (+ გამოკითხვა)

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრის მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერი მატჩის მთავარი ფიგურა აღმოჩნდა.

▶ ვინ არის მსაჯი მაიკლ ოლივერი, რომელიც სუპერპოპულარული გახდა

შინ 0:3 წაგების შემდეგ ტურინელებმა სტუმრად "რეალს" 3 გოლი გაუტანეს, ხოლო დამატებით 97-ზე წუთზე საკუთარ კართან პენალტი მიიღეს.

ბენატიას მოქმედება ვასკესზე მსაჯმა წესების დარღვევად ჩათვალა და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ უნაკლოდ შეასრულა და "იუვენტუსის" ოცნებები დაასამარა.

საფეხბურთო სამყაროში უმეტესობა ამტკიცებს, რომ პენალტი დასანიშნი იყო, თუმცა გამოჩნდნენ ისეთები, ვინც საპირისპიროს ამბობს. თან, ვინმე გულშემატკივარი კი არა, არამედ
ყოფილი ესპანელი (წარმოშობით ბასკი) მსაჯი.

ედუარდო იტურალდემ AS-თან საუბარში პენალტის ეპიზოდთან დაკავშირებით თქვა:

"უკნიდან შეხება საკმარისი არაა. ეს არ იყო პენალტი".




▶ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 27 /
თუ დააკვირდებით სანამ ბურთს მიიღებდა მკერდით უკვე მოხდა კონტაქტი, რასაც მოყვა წაქცევა. ეს იყო პენალტი. თანაც 100 პროცენტიანი. უბრალოდ მე, მიუხედავად რეალის გულშემატკივრობისა მაინც ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა დამატებით დროში გაემარჯვა ვიდრე ასე. ანუ რომ არ დაენიშნა გაცილებით კარგი იქნებოდა. როგორც მინიმუმ ჩვენც მოგვაკლდა ნახევარსაათიანი სიამოვნება. ამ შემთხვევაში ყველანაირი სპეკულაციები დასრულდებოდა. იმას რად უნდა ლაპარაკი, რომ იუვენტუსზე 100 თავით მაღლა დგას.
პენალტი იყო თუ არა?
12 აპრილი 2018 14:11
27
მე ბარსელონას ფანი ვამბობ რო 100%იანი პენალტი იყოო...
და სარრთოდ შეიძლება ერთი გუნდის ფანია ბევრი მაგრამ ყელას სხვადასხვა აზრი აქვთ ამიტო მარტო ბარსას ფანებს ნუ გადავეკიდბით!!ჩემი რჩევა იქნება ობიექტურები ვიყოთ
შმაგი
12 აპრილი 2018 13:18
15
1000 %-იანი პენალტი იყო! ამ ვიდეოთი უნდა შეამოწმონ მხედველობა ოფთალმოლოგებმა. :)
ქუთაისელი
12 აპრილი 2018 12:54
27
ვინ აძლევს ეგეთ პენალს? თან 97-ე წუთზე?
shoda
12 აპრილი 2018 14:50
4
რა შუაშია აქ შანსის მოკვლა არმოკვლა ხელი კრა და წააქცია ბურთს არ შეხებია ესეიგი პენალია,რაც გააკეთა კიდეც,ხოლო ისკოს გოლი უნდა ჩაეთვალა იმიტომ რომ რონალდომ კარში დაარტყა და მეკარისგან დაუბრუნდა ბურთი სუფთა გოლი არ ჩათვალა,
maxo
12 აპრილი 2018 21:30
17
იუვეს ადეკვატური ფანები ამბობენ, რომ იყო პენალტი. ანუ, მაგ ვაი-ლოგიკით ბოლო წუთზე, მანდამაინც ფეხი უნდამოტეხო, რომ პენალტი დაიდოს. ბარსას ფანებს უფრო ეწყინათ და თეთრზე შავს ამბობენ..
ვითომ "ობიექტურს"
12 აპრილი 2018 14:59
12
არც იუვეს ფანი ვარც, არც ბარსასი და საერთოდ ობიექტური რომ ვიყავი იმიტომ დავწერე ეგრე, თორემ მაშინ მსაჯის გინებას დავწერდი, არ შეიძლება ეგრე მუდამ რეალის სასარგებლოდ რატომ "უშვებენ შეცდომებს" მსაჯები ან სადავო ეპიზოდებს მათ სასარგებლოდ წყვიტავენ. ეგ არი პრობლემა, რომლის მიზეზიც ბევრისთვის ცნობილია. მაგ მსაჯს კი მთელი ცხოვრება სინდისი შეაწუხებს, ოდნავ მაინც თუ აქვს, პენალტის გამო თუ არა, ცოცხალი ლეგენდა ბუფონი რომ ფაქტიურად არაფრის გამო გააგდო და ის 1% შანსიც მოუკლა იუვენტუსს. ისე იუვეს თუ მართლა ყავს ეგეთი "ვითომ ფანები", რომლებიც თვლიან რომ იყო პენალტი მაშინ კარგად ქონიათ საქმე, როცა ბევრი ფიფას მსაჯის კი აღიარებს, რომ არ უნდა დანიშნულიყო პენალტი
ობიექტური
12 აპრილი 2018 16:18
5
ხო ვარდნაში ააცალა ბურთი ბენატიამ სუფთად და ვასკესმა ისიმულანტა ნეიმარი-სუარესივით (პსჟ შარშან). იყო აბა მეტი რაზე ინიშნება პენალტი ვინმემ ამიხსენით.
ვაა
12 აპრილი 2018 13:22
13
ამიტომ კარგა ხანია აღარ ვუყურებ ფეხბურთშ. გამორთეთ ტოტალიზატორები, შეწყდეს ფეხბურთელებით ვაჭრობა და დავიწყებ თავიდან!
aburjga
12 აპრილი 2018 22:53
0
პენალტი? 100%-ანი! ესპანეთი? ერთიანი, მთლიანი! :)
"ბარსელონას" გულშემატკივრობა არაობიექტურობი გარანტიაა! :)
12 აპრილი 2018 12:44
24
რა შეხება ტო ტიპი შემოაჯდა და გააჭენა
gogliko
13 აპრილი 2018 07:06
4
რას ნიშნავს კონტაქტი იყო, ეს რა, ფეხბურთია თუ ბალეტი?
არავითარი წესების დარღვევა არ ყოფილა. პენალტი არ იყო!!!
მალხაზი
16 აპრილი 2018 21:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული