კრიშტიანო რონალდო: ვერ გავიგე, რას აპროტესტებდნენ ტურინელები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მადრიდის "რეალის" შემტევმა კრიშტიანო რონალდომ გააკეთა.

პორტუგალიელმა ყურადღება თერთმეტმეტრიანის ეპიზოდზე გაამახვილა.

"ვერ გავიგე, თუ რა იყო გასაპროტესტებელი პენალტის ეპიზოდში. თუ ტურინელები თამაშის წესებს არ დაარღვევდნენ, ვასკესი აუცილებლად გოლს გაიტანდა.

ძალიან ბედნიერნი ვართ ნახევარფინალში გასვლით. პენალტის შესრულებისას ძალიან თავდაჯერებული ვიყავი და მადლობა ღმერთს, რომ ის გოლად გარდავსახე.

ჩვენ 1:3 დავმარცხდით და ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, 1/2-ფინალში გავედით, რაც ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა რონალდომ.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე
წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული