ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: „ბაიერნი“ უპრობლემოდ გავიდა ნახევარფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე "სევილიას" დაუზავდა (0:0) და 1/2-ფინალში გავიდა.

სტუმრად მოგებული (2:1) შეხვედრის შემდეგ "რეკორდმაისტერმა" დებიუტშივე დიდი ძალებით შეუტია და სახიფათო მომენტებიც შექმნა: ხამესმა, რობენმა და ლევანდოვსკიმ ვერ გამოიყენეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მერე ანდალუსიელებმაც მიიტანეს იერიში და სარაბიამ ბურთი კარს ააცილა.

ამას მასპინძელთა მორიგი შტურმი მოჰყვა - ჰუმელსმა და რობენმა ვერ დალაშქრეს სორიას კარი და პირველი ტაიმიც დასრულდა. დასრულდა მიუნხენელთა უპირატესობით და უგოლოდ.

მეორე ტაიმიც "ბაიერნის" შეტევებით დაიწყო, მაგრამ გოლი კინაღამ "სევილიამ" გაიტანა, როდესაც 58-ე
წუთზე ბანეგამ ბურთი ძელს გაარტყა. მერე საპასუხო იერიშისას ხამესს შესანიშნავად მოთამაშე სორიამ არ დაანება გოლის გატანა.

მართალია, ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ბავარიელები ფლობდნენ, მაგრამ ტაბლოზე კვლავ 0:0 ენთო, რაც მათ აძლევდა ხელს. "სევილიას" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2 გოლის გატანა ესაჭიროებოდა, რაც არარეალური გახლდათ.

ასეც მოხდა. "ბაიერნმა" მიზანს უპრობლემოდ მიაღწია ნახევარფინალში გავიდა.


მიუნხენი. "ალიანცარენა". 70 000 მაყურებელი
ბაიერნი - სევილია 0:0
გაძევება: კორეა (90+2)

ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, რაფინია (ზულე 87), ხავი მარტინესი, ხამესი, რობენი, რიბერი (ალკანტარა 69), მიულერი, ლევანდოვსკი (ვაგნერი 77)

სევილია: სორია, ხესუს ნავასი, ლანგლე, მერკადო, ესკუდერო, ნ'ზონზი, ბანეგა, ვასკესი (ნოლიტო 81), სარაბია (რამირესი 70), კორეა, ბენ იედერი (მურიელი 65)

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ვინჩენცო მონტელა: თავაწეულები ვტოვებთ ტურნირს
▶ იუპ ჰაინკესი: ფრე გვაწყობდა, ფინალში გვინდა გასვლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული