უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

გვარდიოლას მკვლელი - კლოპის სტატისტიკა ესპანელის წინააღმდეგ

AutoSharing Option
გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლასთან დადებითი ბალანსი აქვს.

იურგენ კლოპის გუნდებმა ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილებს სულ 7-ჯერ მოუგეს და 5-ჯერ დამარცხდნენ.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

27 ივლისი, 2013, გერმანიის სუპერთასი, დორტმუნდი-ბაიერნი 4:2
ხოსეპ გვარდიოლასთვის ეს იყო პირველი ოფიციალური მატჩი მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცის პოსტზე, რომელიც მას კლოპმა ჩაუმწარა.

12 აპრილი, 2014, ბუნდესლიგა, ბაიერნი-დორტმუნდი 0:3
იმ დროისთვის "ბაიერნს" უკვე განაღდებული ჰქონდა ჩემპიონობა, თუმცა დორტმუნდელებმა პრინციპულ მეტოქესთან მაინც გაიმარჯვეს.

13 აგვისტო, 2014, გერმანიის სუპერთასი, დორტმუნდი-ბაიერნი 2:0
გვარდიოლას კიდევ ერთი მარცხი სუპერთასზე. მაშინ
მატჩის გმირი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახდა, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

28 აპრილი, 2015, გერმანიის თასი, ბაიერნი-დორტმუნდი 1:1 (პენ. 0:2)
კლოპის "დორტმუნდი" ამ გამარჯვებით თასის ფინალში გავიდა, მაგრამ "ვოლფსბურგთან" დამარცხდა, რომლის ლიდერი მაშინ კევინ დე ბრუინი იყო.

31 დეკემბერი, პრემიერლიგა, ლივერპული-მანჩესტერ სიტი 1:0
კლოპისა და გვარდიოლას პირველი შეხვედრა ინგლისში. ყველაფერი ვეინალდუმის გოლმა გადაწყვიტა.

14 იანვარი, 2018, პრემიერლიგა, ლივერპული-მანჩესტერ სიტი 4:3
გიჟური თამაში, სადაც "სიტის" მატჩის გადასარჩენად რამდენიმე წუთი არ ეყო.

4 აპრილი, 2018, ჩემპიონთა ლიგა, ლივერპული-მანჩესტერ სიტი 3:0
გვარდიოლა ასეთ მარცხს, ალბათ, არ ელოდა. "ქალაქელებს" კარში ერთხელაც არ დაურტყამთ.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტი" ნოკაუტში გაგზავნა [VIDEO]