კრიშტიანო რონალდომ "იუვენტუსის" ფანებს მადლობა გადაუხადა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ტურინის "იუვენტუსის" გულშემატკივრებს თამაშის შემდეგ მადლობა გადაუხადა.

"დიდებული გოლი გამომივიდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ბურთს გავიტანდი. ფანტასტიკურ გუნდს სამი ძალიან კარგი გოლი გავუტანეთ.

"იუვენტუსის" ფანების აპლოდისმენტები? ეს დაუვიწყარი მომენტი იყო და თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო.

ძალიან ბედნიერი ვარ. რაც მათ გააკეთეს, პირადად მე არასდროს გამომიცდია", - აღნიშნა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო ტურინელმა გულშემატკივრებმა მაკრატელას გატანის შემდეგ აპლოდისმენტებით დააჯილდოეს.

▶ კრიშტიანო რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული