იურგენ კლოპი: არ მგონია, წილისყრამდე "სიტის" ჩვენთან შეხვედრა სდომებოდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წილისყრის შედეგებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

"ჩემპიონატში მათთან ერთხელ დავმარცხდით, ერთხელ მოვუგეთ. არ მგონია, რომ "სიტის" წილისყრამდე მაინცდამაინც ჩვენთან უნდოდათ შეხვედრა", - თქვა კლოპმა.

გუნდებს შორის პირველი მატჩი 4 აპრილს ლივერპულში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 10 აპრილს.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული