უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ფრანჩესკო ტოტი: ვიცით, როგორ ვითამაშოთ "ბარსელონას" წინააღმდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ფრანჩეკო ტოტიმ გააკეთა.

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრით ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ეტაპზე ყველა გუნდი ძალიან ძლიერია.

ვიცით, რომ "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ასევე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.

ყველა ელის, რომ კატალონიელები ადვილად დაგვამარცხებენ, მაგრამ ფეხბურთი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ არ იცი, როდის რა მოხდება.

ითამაშო ისეთი ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც ლიონელ მესი და ლუის სუარესი არიან, ძალიან დიდი მოტივაციაა", - აღნიშნა ტოტიმ.



ასევე დაგაინტერესებთ