გონსალო იგუაინი "რეალზე": ბოლო წლებში მათი დამარცხება თითქმის შეუძლებელია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი "ბებერი ქალბატონის" ფორვარდმა გონსალო იგუაინმა გააკეთა.

"ჩვენ არ ვირჩევთ, თუ ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მეტოქე. ეს უფრო ბედისწერაა. არ აქვს მნიშვნელობა, ვის შეხვდები, უნდა დაამარცხო ყველა, რათა ფინალში გახვიდე.

"სიტი" და "ბარსელონა" ძალიან ძლიერები არიან. რაც შეეხება მადრიდის "რეალს", ყველამ კარგად დაინახა, რომ ბოლო წლებში მათი დამარცხება თითქმის შეუძლებელია", - აღნიშნა იგუაინმა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯი თუ გვერდზე გიდგა რა სალაპარაკო ეგ არის?
0

სიახლეები პოპულარული