"ჩელსის" ფანები "კამპ ნოუზე" - "ყოველთვის ესპანეთი იქნებით" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონასა" და ლონდონის "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ ინგლისელმა ფანებმა სამაგიეროს გადახდა მოინდომეს.

"ჩელსის" ფანებმა "კამპ ნოუს" მახლობლად შეძახილები დაიწყეს: "ბარსელონა, ყოველთვის ესპანეთი იქნები. ესპანეთი, ესპანეთი, ესპანეთი".

ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერია, რადგან ბარსელონა და კატალონია ესპანეთის ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ, კატალონიელები, როგორც იცით, უკვე დიდი ხანია დამოუკიდებლობას ითხოვენ. 2017 წლის ოქტომბერში კატალონიის მოსახლეობამ დამოუკიდებლობას მისცა ხმა, მაგრამ რეფერენდუმის შედეგები ესპანეთის მთავრობამ არ ცნო. რამდენიმე კატალონიელი პოლიტიკოსი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთს არ სურს კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე,
ლონდონელები კატალონიელებისთვის საკმაოდ მტკივნეულ თემას შეეხნენ, ხოლო ერთ-ერთი ინგლისელი ფანი ესპანეთის დროშას აფრიალებდა.

რაზეც მოთმინების ფიალა უკვე სტიუარდებსა დ პოლიციელებს აევსოთ. მათ ინგლისელი ფანები ხელკეტებით დააშოშმინეს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" შინ "ჩელსი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული