ეუსებიო დი ფრანჩესკო: ვინჩენცო მონტელას შევუთანხმდი, რომ ფინალში შევხვდებით

AutoSharing Option
"რომას" მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო და "სევილიას" დამრიგებელი ვინჩენცო მონტელა მეგობრები არიან. ისინი ერთად "ჯალოროსიში" თამაშობდნენ.

ორივე სპეციალისტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. ჟურნალისტებმა დი ფრანჩესკოს ჰკითხეს, ისურვებდა თუ არა ვინჩენცო მონტელასთან დაპირისპირებას.

"მონტელას რამდენიმე დღის უკან ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ ჩვენ ერთმანეთს ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებოდით. მეგობრები ვართ და დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.

ხუმრობის გარეშე რომ ვთქვა, ეს უფრო საოცნებო ამბიციაა. არ ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ შეგვხვდება მომდევნო წრეში. იმაზე უფრო ვფიქრობ, ჩვენ რა შეგვიძლია", - განაცხადა დი
ფრანჩესკომ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკასინებმა არ მოგიჭიროთ ბიჭებო :-)
Soni
13:48 15-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული