უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა - მეოთხედფინალების მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, ჩვენი დროით 15:00 საათზე, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური სტადიის წილისყრა გაიმართება.

1/4-ფინალური ეტაპის მონაწილე 8 გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია: ტურინის "იუვენტუსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალი", "რომა", "სევილია", "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი".

  • 1/4-ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდების დაპირისპირება არ იკრძალება
  • წილისყრაში მონაწილეობას ფინალური მატჩის ელჩი ანდრეი შევჩენკო მიიღებს
  • პირველი მატჩები 3 და 4 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი - 10 და 11 აპრილს
  • 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრა 13 აპრილს ჩატარდება
  • 1/2-ფინალები 24/25 აპრილს და 1/2 მაისს გაიმართება
  • ფინალურ შეხვედრას 26 მაისს კიევის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს