"შახტარის" ფორვარდს ნერვებმა უმტყუნა და ბურთის მიმტან ბიჭზე იყარა ჯავრი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დონეცკის "შახტარის" ფორვარდი ფაკუნდო ფერეირა "რომასთან" (0:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ბურთის მიმტან ბიჭს ეუხეშა.

"შახტარის" არგენტინელ ფორვარდს ნერვებმა უმტყუნა, ბურთის მიმტანი ბიჭი სარეკლამო ბანერის იქით გადააგდო, რის შემდეგაც მოედანზე ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა. ინციდენტის შედეგად ფერეირამ ყვითელი ბარათი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ულაპარაკოდ წითელი ეკუთვნოდა და უეფასგან სულ მცირე 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია!
უშანგი
14 მარტი 2018 12:37
2
რატომ ესე მკაცრად 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ფეხბურთი მსგავსი მოულოდნელობით არის საინტერესო, დიდი ხანია მივეჩვიეთ წინასწარ ანგარიშებს, უკვე ლამის ჰაუტებიც კი წინასწარაა გაწერილი. მაგ აზრით მაშინ ტოტისთვის საერთოდ უნდა აეკრძალათ ფეხბურთის თამაში, ზიდანისთვის პატიმრობა მიესაჯათ და ა.შ.
ირაკლი
14 მარტი 2018 18:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული