ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. განმეორებითი მატჩი: „სიტიმ“ მეოთხედფინალის საგზური ნოტარიულად გაიფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„მანჩესტერ სიტის“ შვეიცარიაში პირველი მატჩი 4:0 ჰქონდა მოგებული და მისმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მოედანზე ექსპერიმენტალური შემადგენლობა გაიყვანა. მან სასტარტოში 17 წლის ნახევარმცველი ფოდენი დააყენა, რომელიც ამ ტურნირის პლეი-ოფებში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, თავი გამოიდეს და „ქალაქელთა“ დამარცხებით ტურნირზე კარი გაიჯახუნეს. მასპინძელთათვის კი ამ შეხვედრას ფაქტიურად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ¼ ფინალის საგზური ნოტარიულად გაიფორმეს. თუმცა, შვეიცარიელებმა "სიტის" 36-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.

მანჩესტერ სიტი - ბაზელი 1:2

მანჩესტერი. „ეტიჰადი“ 49 411 მაყურებელი
გოლები: 1:0 გაბრიელი (8), 1:1
ელინიუსი (17), 1:2 ლანგი (71)
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ბრავო, ზინჩენკო, ლაპორტი, სტოუნზი, დანილო, ფოდენი (ადარაბიო 89) , ტურე, გიუნდოგანი (დიასი 66), სანე, გაბრიელი, ბერნარდი
ბაზელი (3-5-1): ვაცლიკი, ლაკრუა, ფრაი, სუხი, რივეროსი, ძუფი, დიე, ლანგი, ბიუა (სტოკერი 68), ელინიუსი, ობერლენი (ვოლფსვინკელი 74)
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავიჯერო ლივერპულთან წაგების შემდეგ სიტის 36 მატჩის ჩატარება მოასწრო?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული