Le Parisien: კილიან მბაპე "რეალთან" მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე თავის გუნდს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაეხმარება. ამის შესახებ ფრანგული პრესა იუწყება.

19 წლის შემტევმა ტრავმა საფრანგეთის თასზე, "მარსელის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. იყო ვარაუდი, რომ იგი "სამეფო კლუბთან" განმეორებით დაპირისპირებაში ვერ იასპარეზებდა, რომელიც არ გამართლდა.

მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ შეხვედრას "ტრუასთან" გამოტოვებს, რათა "რეალთან" მატჩს სრულიად მომზადებული შეხვდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული