ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ახალი ფორმატი, რომელიც მომდევნო სეზონიდან ამოქმედდება

AutoSharing Option
2018/19 წლების სეზონიდან, უეფა ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფური ეტაპის თამაშებს განახლებული ფორმატით ჩაატარებს.

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილეები
ჯგუფში ავტომატურად მოხვდება 26 გუნდი, მათ შორის - ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებული. 6 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გაირკვევა.

ლიგის კვალიფიკაციიდან გავარდნილი თითოეული გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს. იქ პირდაპირ 17 გუნდი მოხვდება, ხოლო 10 საგზურს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან და III შესარჩევი ეტაპიდან გავარდნილები ავტომატურად მიიღებენ. დანარჩენი 21 ადგილი კვალიფიკაციაში გათამაშდება, რომელიც ჩემპიონთა გზად და ლიგების წარმომადგენლების გზად დაიყოფა.

შემოღებულია
კვალიფიკაციის შესარჩევი რაუნდი - აქ მინი-ტურნირი გამოვარდნით ჩატარდება, ხოლო ევროპის ლიგაზე - ორმატჩიანი დაპირისპირებით.

2016/17 წლების სეზონში უეფას საკლუბო რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 26 გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდება:

ჩემპიონთა (1) და ევროპის ლიგების (1) გათამაშებების გამარჯვებულები. უეფას ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ოთხი ასოციაციის (ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია) 4-4 უძლიერესი გუნდი. რეიტინგში მე-5 და მე-6 ადგილებზე მყოფი საფრანგეთისა და რუსეთის 2-2 გუნდი. ასევე, 7-დან 10-ეადგილოსანი ქვეყნების ჩემპიონები (პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი).

თუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მიიღებს, გამოთავისუფლებულ ადგილს უეფას რეიტინგში მე-11-ადგილოსანი ჩეხეთი მიიღებს.

თუ ევროპის ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მიიღებს, გამოთავისუფლებულ ადგილს უეფას რეიტინგში მე-5-ეზე მყოფი საფრანგეთი მიიღებს.
არის შეზღუდვაც - ჯგუფურ ეტაპზე ერთ ასოციაციას მაქსიმუმ 5 კლუბის წარდგენა შეუძლია.

კვალიფიკაცია
ახლანდელივით, გუნდები ორ სხვადასხვა ბადეში იასპარეზებენ: ჩემპიონთა გზით და ლიგის წარმომადგენლის გზით. შესარჩევ რაუნდში გამოვლენ გუნდები, რომელთა სიაც 2016/17 წლების სეზონში უეფას საკლუბო რეიტინგის საფუძველზე შედგება.

ჩემპიონთა გზა (ჯგუფური ეტაპის 4 საგზური)
ამ გზით უეფას რეიტინგში მე-11 და უფრო დაბალ ადგილზე მყოფი ასოციაციების ჩემპიონები ითამაშებენ. კვალიფიკაცია წინასწარი რაუნდიდან დაიწყება, შემდეგ კი III საკვალიფიკაციო და პლეი-ოფების რაუნდები გაიმართება:

  • წინასწარი ტურნირი (იქნება მინი-ტურნირი გამოვარდნით): 4 გუნდი
  • I საკვალიფიკაციო რაუნდი: 33 გუნდი + წინასწარი ეტაპის გამარჯვებული
  • II საკვალიფიკაციო რაუნდი: 3 გუნდი + I საკვალიფიკაციო რაუნდის 17 გამარჯვებული
  • III საკვალიფიკაციო რაუნდი: 2 გუნდი + II საკვალიფიკაციო რაუნდის 10 გამარჯვებული
  • პლეი-ოფის რაუნდი: 2 გუნდი + III საკვალიფიკაციო რაუნდის 6 გამარჯვებული

ჩემპიონთა გზიდან გამოვარდნილი ყველა გუნდი - დაწყებული წინასწარი რაუნდით და დამთავრებული III საკვალიფიკაციო რაუნდით - მიიღებს შანსს, წარმატებას ევროპის ლიგაზე მიაღწიოს, სადაც ისინი ჩემპიონთა გზის შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთვებიან. პლეი-ოფის რაუნდიდან გამოვარდნილი გუნდები ავტომატურად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან.

ლიგის წარმომადგენლების გზა (2 ადგილი ჯგუფურ ეტაპზე)
აქ უეფას რეიტინგში მე-5-მე-6 ადგილებზე მყოფი ქვეყნების ჩემპიონატების მესამეადგილოსნები ითამაშებენ; ასევე, მე-7-მე-15-ადგილოსანი ქვეყნების ვიცე-ჩემპიონები. სულ III საკვალიფიკაციო რაუნდი იქნება:

  • II საკვალიფიკაციო რაუნდი: 6 გუნდი
  • III შესარჩევი რაუნდი: 5 გუნდი + II საკვალიფიკაციო რაუნდის 3 გამარჯვებული
  • პლეი-ოფის რაუნდი: III შესარჩევი რაუნდის 4 გამარჯვებული

ლიგის წარმომადგენელთა გზის II საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებული გუნდები ევროსეზონს გააგრძელებენ ევროპალიგაზე - ლიგის წარმომადგენელთა III საკვალიფიკაციო რაუნდში. ლიგის წარმომადგენლების III საკვალიფიკაციო რაუნდში ან პლე-იფში გამოვარდნილი გუნდები კი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან.

ევროპის ლიგა 2018/19 სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილეები
უეფას 2016/17 წლების სეზონის ბოლოს შედგენილი საკლუბო რეიტინგის საფუძველზე, ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად 17 კლუბი მოხვდება.

  • 2-2 გუნდი უმაღლესი რეიტინგის მქონე 5 ასოციაციიდან (ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი), ანუ 10 გუნდი.
  • თითო გუნდი უეფას რეიტინგში მე-6-მე-12-ზე მყოფი ასოციაციიდან (რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია) - სულ 7 გუნდი.
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნილი 10 გუნდი - III საკვალიფიკაციო რაუნდსა და პლეი-ოფში დამარცხებული 6 გუნდი, პლუს 4 გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას "ჩემპიონთა გზის" ბადის პლეი-ოფიდან გამოეთიშება.

კვალიფიკაცია

2018/19 წლების სეზონში გუნდები ორ სხვადასხვა ბადეში იბრძოლებენ: ჩემპიონთა გზითა და ლიგის წარმომადგენელთა გზით. შესარჩევში იასპარეზებენ გუნდები, რომელთა სიაც უეფას კლუბის რეიტინგის საფუძველზე 2016/17 წლების სეზონის ბოლოს არსებული შედეგებით შედგება.

ჩემპიონთა გზა (ჯგუფური ეტაპის 8 საგზური)
აქ ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის წინასწარი რაუნდიდან და ჩემპიონთა გზის III საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოვარდნილი გუნდები. ჩატარდება 3 საკვალიფიკაციო რაუნდი:

  • II საკვალიფიკაციო რაუნდი: 20 გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან წინასწარი და პირველი საკვალიფიკაციო რაუნდების შემდეგ გამოვარდნენ.
  • III შესარჩევი რაუნდი: 10 გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას II შესარჩევი რაუნდიდან დაემშვიდობნენ, ასევე, ევროპის ლიგის ჩემპიონთა გზის II შესარჩევი რაუნდის 10 გამარჯვებული.

პლეი-ოფის რაუნდი
ჩემპიონთა ლიგის მე-3 შესარჩევ რაუნდში წაგებულები და ევროპის ლიგის ჩემპიონთა გზის III საკვალიფიკაციო რაუნდის 10 გამარჯვებული.

ლიგის წარმომადგენელთა გზა (13 საგზური ჯგუფურ ეტაპზე)
აქ ითამაშებენ ევროპის ლიგის ყველა დანარჩენი მონაწილე 55 ეროვნული ასოციაციიდან; უეფას ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდში ლიგის წარმომადგენელთა გზის ბადიდან გამოთიშულები.

  • წინასწარი ტური: 16 გუნდი
  • I საკვალიფიკაციო რაუნდი: 86 გუნდი + წინასწარი რაუნდის 8 გამარჯვებული
  • II საკვალიფიკაციო რაუნდი: 27 გუნდი + I შესარჩევი რაუნდის 47 გამარჯვებული
  • III შესარჩევი რაუნდი: 15 გუნდი (მათ შორის, 3 ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდში ლიგის წარმომადგენელთა გზის ბადიდან გამოთიშული) + II საკვალიფიკაციო რაუნდის 37 გამარჯვებული
  • პლეი-ოფის რაუნდი: მესამე შესარჩევი რაუნდის 26 გამარჯვებული

ევროთასების ტურნირების კალენდარი
ჩემპიონთა ლიგა 2018/19
26 ივნისი: წინასწარი რაუნდის ნახევარფინალები
29 ივნისი: წინასწარი რაუნდის ფინალი
10/11 ივლისი: I საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები
17/18 ივლისი: I საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი
24/25 ივლისი: II საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები
31 ივლისი/1 აგვისტო: II საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი
7/8 აგვისტო: III საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები
14 აგვისტო: III საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩები
21/22 აგვისტო: პლეი-ოფის პირველი მატჩი
28/28 აგვისტო: პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები
18/19 სექტემბერი: ჯგუფური ეტაპის პირველი რაუნდი
2/3 ოქტომბერი: ჯგუფური ეტაპის მეორე ტური
23/24 ოქტომბერი: ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდი
6/7 ნოემბერი: ჯგუფური ეტაპის მეოთხე რაუნდი
27/28 ნოემბერი: ჯგუფური ეტაპის მეხუთე რაუნდი
11/12 დეკემბერი: ჯგუფური ეტაპის მეექვსე რაუნდი
12/13/19/20 თებერვალი: 1/8-ფინალის პირველი მატჩები
5/6/12/13 მარტი: 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩები
9/10 აპრილი: 1/4-ფინალის პირველი მატჩები
16/17 აპრილი: 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩები
30 აპრილი / მაისი 1: 1/2-ფინალის პირველი მატჩები
7/8 მაისი: 1/2-ფინალის განმეორებითი მატჩები
1 ივნისი: ფინალი - "მეტროპოლიტანო", მადრიდი

უეფას ევროპის ლიგა 2018/19
28 ივნისი: წინასწარი რაუნდის პირველი მატჩები
5 ივლისი: წინასწარი რაუნდის განმეორებითი მატჩები
12 ივლისი: I საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები
19 ივლისი: I საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩები
26 ივლისი: II საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები
2 აგვისტო: II შესარჩევი რაუნდის განმეორებითი მატჩები
9 აგვისტო: III შესარჩევი რაუნდის პირველი მატჩები
16 აგვისტო: III შესარჩევი რაუნდის განმეორებითი მატჩები
23 აგვისტო: პლეი-ოფის პირველი მატჩი
30 აგვისტო: პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი
20 სექტემბერი: ჯგუფური ეტაპის პირველი რაუნდი
4 ოქტომბერი: ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდი
25 ოქტომბერი: ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდი
8 ნოემბერი: ჯგუფური ეტაპის მეოთხე რაუნდი
29 ნოემბერი: ჯგუფური ეტაპის მეხუთე რაუნდი
13 დეკემბერი: ჯგუფური ეტაპის მეექვსე რაუნდი
14 თებერვალი: 1/16-ფინალის პირველი მატჩები
21 თებერვალი: 1/16-ფინალის განმეორებითი მატჩები
7 მარტი: 1/8-ფინალის პირველი მატჩები
14 მარტი: 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩები
11 აპრილი: 1/4-ფინალის პირველი მატჩები
18 აპრილი: 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩები
2 მაისი: 1/2-ფინალის პირველი მატჩები
9 მაისი: 1/2-ფინალის განმეორებითი მატჩები
29 მაისი: ფინალი - "ოლიმპიური სტადიონი", ბაქო

2018 წლის უეფას სუპერთასის მატჩი ტალინში 15 აგვისტოს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვის რაში აინტერესებს თქვენი ფორმატები, ფეხბურთი გაფრჩაკდა. რროგორც უნდათ ისე დებენ შედეგებს
aiaksi
09:39 01-03-2018
0
ჩეხეთი,უკრაინა,შვეიცარია ნახსენებია და ჰოლანდია მათზე დაბლაა უეფას რეიტინგში????
ალექსი
04:16 01-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული