ეუსებიო დი ფრანჩესკო: 1/4 ფინალში გასასვლელად თავს არ დავზოგავთ

AutoSharing Option
"შახტართან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დამარცხებულმა "რომას" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ განაცხადა, რომ ორი კვირის თავზე მეოთხედფინალში გასასვლელად ცდას არ დააკლებენ:

"1:2 ნამდვილად არ გვაწყობდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. "შახტარი" ჩინებული გუნდია და დღეს ყველაფერი წვრილმანებმა გადაწყვიტა.

მოედანზე ორი "რომა" იყო - პირველ ტაიმში შემტევი, მეორეში კი, რომელიც თავს იცავდა. არ ვიცი ასე რატომ მოხდა. გამოცდილი ფეხბურთელები მყავს და ბავშვური შეცდომები დაუშვეს.

ალისონი დიდებულია. იმისათვის კი არ ხტება დარტყმულ ბურთზე, რომ ფოტოზე ლამაზად გამოჩნდეს. ჩემს გუნდს უჭირს ტემპის შენარჩუნება.
გაგვიჭირდება, მაგრამ 1/4 ფინალში გასასვლელად თავს არ დავზოგავთ. აგრესიულობის დეფიციტი ჩვენი ნაკლია. ძალიან კმაყოფილი ვარ უნდერის თამაშით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული