"1:2 ნამდვილად არ გვაწყობდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. "შახტარი" ჩინებული გუნდია და დღეს ყველაფერი წვრილმანებმა გადაწყვიტა.
მოედანზე ორი "რომა" იყო - პირველ ტაიმში შემტევი, მეორეში კი, რომელიც თავს იცავდა. არ ვიცი ასე რატომ მოხდა. გამოცდილი ფეხბურთელები მყავს და ბავშვური შეცდომები დაუშვეს.
ალისონი დიდებულია. იმისათვის კი არ ხტება დარტყმულ ბურთზე, რომ ფოტოზე ლამაზად გამოჩნდეს. ჩემს გუნდს უჭირს ტემპის შენარჩუნება.