ჟოზე მოურინიო: პოგბაზე კი არა მაკტომინიზე უნდა დაგესვათ კითხვა

AutoSharing Option
"სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/-8-ფინალური შეხვედრა "მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ასე შეაფასა:

"თუ "ოლდ ტრაფორდზე" გოლებიანი ფრე დაფიქსირდება, გავვარდებით ტურნირიდან, თუ მოვიგებთ, მეოთხედფინალში გავალთ. რთული დაპირისპირებაა.

ჩვენს სტადიონს მოენატრა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები. შარშან იქ ევროპა ლიგის მატჩები ტარდებოდა, მაგრამ ეს ტურნირი სულ სხვა სატუსისაა. თამაშის წინ პოგბაზე მეკითხებოდით, არადა მაკტომინიზე უნდა დაგესვათ კითხვა. ის შესანიშნავია. დღეს ყველაფერი სწორად გააკეთა. ბანეგას მეურვეობდა და "სევილიას" ძირითად პლეიმეიკერს სამოქმედო სივრცე შეუზღუდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული