ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი: "შახტარი" რომში ერთბურთიანი ფორით მიემგზავრება[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "შახტარმა" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "რომა" 2:1.

პირველი ტაიმი რომაელთა უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური ანგარიშით 0:1 დასრულდა. განსაკუთრებით აქტიური ჯალოროსიში პეროტი იყო, რომელიც მარცხენა ფლანგიდან სახიფათოდ უტევდა. გოლი კი ჯეკოს მახვილგონივრული გადაცემით 20 წლის თურქმა ლეგიონერმა უნდერმა გაიტანა.

ნაანტრაქტევს თამაშის სურათი შეიცვალა. მასპინძლებს იერიში იერიშზე მიჰქონდათ და 52-ე წუთზე ფერეირამ მიიღო რა რაკიცკის გადაცემა, მანოლასი მოატყუა და 1:1. შემდეგ ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა ფრედმა და თავისი გუნდი დააწინაურა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი ფერეირას ორიოდ მეტრიდან
დარტყმული ბურთი პერესმა კარის ხაზიდან გამოიტანა, თორემ 1:3-ზე "რომა" უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

"შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა განაცხადშიც კი არ შეიყვანა და როდესაც 45+2-ე წუთზე ცენტრბეკმა კრივცოვმა მძიმე ტრავმა მიიღო, ორდეცით შეცვალა.

შახტარი - რომა 2:1
ხარკოვი. სტადიონი „მეტალისტი“ 35 124 მაყურებელი
გოლები: 0:1 უნდერი (41), 1:1 ფერეირა (52), 2:1 ფრედი (2:1)
შახტარი (4-5-1): პიატოვი, ბუტკო, კრივცოვი (45. ორდეცი), რაკიცკი, ისმაილი, სტეპანენკო, ფრედი, მარლოსი, ბერნარდი (90+2. კოვალენკო), ტაისონი, ფერეირა
რომა (4-5-1): ალისონი, ფლორენცი (72. პერესი), მანოლასი, ფასიო, კოლაროვი, დე როსი, ნაინგოლანი (83. ხესუსი), სტროოტმანი, პეროტი, უნდერი (71. ჟერსონი), ჯეკო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული