მესიმ დაასრულა, სუარესმა გაზარდა - 7 ფაქტი "ჩელსი - "ბარსელონას" თამაშის შემდეგ [PHOTO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. გთავაზობთ შვიდ ფაქტს, რომელიც ინგლისურმა მედიამ მატჩის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

"ჩელსი" "ბარსელონასთან" კვლავ არ დამარცხდა

აღნიშნულ თამაშამდე "არისტოკრატები" კატალონიელებთან ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 7 შეხვედრის განმავლობაში არ იყვნენ დამარცხებულნი (2 მოგება და 5 ფრე), ახლა კი ეს მაჩვენებელი 8-მატჩიან წაუგებელ სერიამდე ავიდა.

2012 წლის შემდეგ გუნდები ოფიციალურ თამაშში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. ვნახოთ, განმეორებით შეხვედრაში შეწყდება თუ არა "ბლაუგრანას" მოუგებელი სერია ლონდონელებთან.

Sportall.Ge

"ბარსელონას" გასვლით შეხვედრებში გოლი ვერ გააქვს

გუშინდელ შეხვედრამდე კატალონიელთა ფეხბურთელებს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით შეხვედრაში გოლი არ ჰქონდათ გატანილი. ყველას ალბათ ლისაბონში "სპორტინგთან" მოგებული (1:0) მატჩი გაახსენდა, თუმცა მაშინ ბურთი საკუთარ კარში სებასტიან კოატესმა ჩაჭრა.

ასე რომ, მესის გოლი პირველი იყო, რომელიც "ბარსელონამ" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით შეხვედრაში გაიტანა.

Sportall.Ge

მესიმ უიღბლო სერია დაასრულა


როგორც იქნა, დასრულდა ლიონელ მესის უგოლო სერია "ჩელსისთან". 731-წუთიანი მცდელობის შემდეგ არგენტინელმა "არისტოკრატთა" კარი აიღო. ამისთვის კი ანდრეა კრისტენსენს უნდა უმადლოდეს.

Sportall.Ge

სუარესმა გაზარდა...

თუ ლიონელ მესიმ ნავსი გატეხა, ამას ვერ ვიტყვით ლუის სუარესზე. ურუგვაელს უკვე 881 წუთია ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანია. მან უკანასკნელი ბურთი 2017 წლის მარტში პსჟ-ს გაუტანა.

Sportall.Ge

მესის ბუცები...

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ლიონელ მესის ბუცებმა. მას ერთ ბუცზე თავისი მეუღლის, ანტონელას, ხოლო მეორეზე უფროსი შვილის, ტიაგოს სახელები ეწერა.

Sportall.Ge

"ჩელსის" უცხოური ლეგიონი...

1999 წელს "ჩელსი" ინგლისის ტოპ-დივიზიონში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მატჩი თერთმეტივე არაინგლისელი ფეხბურთელით დაიწყო. ასე მოხდა გუშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც.

სათადარიგოთა შორის კი მხოლოდ სამი ინგლისელი - გარი კეჰილი, დენი დრინკვოთერი და კალუმ ჰუდსონ ოდოი ისხდნენ.

Sportall.Ge

ანჩელოტი და ბექჰემი ლონდონში...

გუშინდელ შეხვედრას ორი ცნობილი ფიგურა - კარლო ანჩელოტი და დევიდ ბექჰემი დაესწრნენ. ჟურნალისტებს პირველი მათგანი არ გაჰკვირვებიათ, იტალიელის სტუმრობა კი "ჩელსიში" მის შესაძლო დაბრუნებას მიაწერეს.

Sportall.Ge

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული