რიო ფერდინანდი კრისტენსენზე: მესის ასეთი შანსი როგორ უნდა მისცე?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა, რომელიც ახლა Bt Sport-ის საფეხბურთო მიმომხილველია, "ჩელსისა" და "ბარსელონას" შეხვედრაზე ისაუბრა.

ფერდინანდს ანდრეას კრისტენსენისთვის, რომელსაც გაშვებულ გოლში დიდი "წვლილი" მიუძღვის, კრიტიკა არ დაუკლია.

"არ მესმის, ასეთი დონის თამაშში ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მესია, მსგავსი შანსი როგორ უნდა მისცე? ამ დროს ყოველთვის დაისჯები და ბურთი შენს კარში აღმოჩნდება.

კრისტენსენმა საშინლად ითამაშა და "ჩელსის" ისედაც რთული მისია კიდევ უფრო გაურთულა", - აღნიშნა ფერდინანდმა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კონტე დიდი მწვრთნელი,რომ არაა ეს გუშინაც კარგად გამოჩნდა,კერძოდ კრისტენსენი,პერსპექტიული მოთამაშეა,მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მისი დაყენება სარისკო იყო,მისი გამოუცდელობის გამო,არ შეიძლება ასეთ ჯახში გამოუცდელი და ახალბედა ფეხბურთელით ექსპერიმენტების ჩატარება,შედეგიც სახეზეა.ამ გოლში ასევე დამნაშავეა ფაბრეგასიც,მას სიქა ჰქონდა ამ დროისთვის გაცლილი და ამიტომ ვერ დააზღვია თანაგუნდელი,ფაბრეგასი ადრე უნდა შეეცვალა კონტეს,ესეც მისი დიდი შეცდომაა,მაგრამ არაუშავს,ყველაფერი ბარსელონაში გადაწყდება,ჩელსის აქვს შანსი,მთავარია სწორი ტაქტიკა და მონდომება,ყველაფერი შეიძლება მოხდეს საპასუხო მატჩში.
Roma
14:05 21-02-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული