ანდრეს ინიესტა: "ჩელსის" ფეხბურთელები ყველგან იყვნენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა გაესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის საგოლედ სწორედ ესპანელმა უპასა.

"შეხვედრაში ყველაფერი მოხდა, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩს უნდა უკავშირდებოდეს. ეს იყო ძალიან დაძაბული თამაში დიდი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვეძლეოდა შანსი, შესაძლებლობები ბოლომდე წარმოგვეჩინა, რადგან "ჩელსის"ფეხბურთელები ყველგან იყვნენ.

მთავარია, რომ გოლი გავიტანეთ. დარწმუნებული ვარ, საშინაო მატჩი სრულიად განსხვავებული იქნება. ვიცით, რომ დასრულებული არაფერი არაა და "ნოუ კამპზე" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდებული ფეხბურთელები ჩამოვლენ", - აღნიშნა ინიესტამ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული