იუპ ჰაინკესი: საპასუხო შეხვედრისთვის სერიოზულად მოვემზადებით

AutoSharing Option
"ბეშიქთაშთან" 5-0-ზე მოგებული ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩი "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა ასე შეაფასა:

"ჩემმა გუნდმა ორი სხვადასხვანაირი ტაიმი ჩაატარა. შესვენებამდე ნელა ვმოქმედებდით, ცუდად ვკომბინირებდით და მეტოქეს შეტევის შესაძლებლობას ვაძლევდით. პირველი ტაიმის დასასრულს გატანილმა გოლმა ფსიქოლოგიური უპირატესობა შეგვძინა და მეორე ტაიმში სულ სხვა "ბაიერნი" ვიხილეთ. რამოდენიმე შესანიშნავი გოლი გავიტანეთ და დიდებული ფეხბურთი ვაჩვენეთ. შეგირდების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ჩემპიონთა ლიგაზე რიცხობრივ უმცირესობაში ნებისმიერი გუნდისთვის ძნელია თამაში. ახლაც ვთვლი, რომ "ბეშიქთაში" ძალიან კარგი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტული
უპირატესობა მოვიპოვეთ. საპასუხო შეხვედრისთვის სერიოზულად მოვემზადებით. ამ ტურნირზე გარისკვა არ შეიძლება.

ხამესს კუნთის პრობლემა აქვს. ხვალ მედშემოწმებას გაივლის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული